ნალჩიკში მიმდინარე სპეცოპერაციისას 6 ბეოვიკია მოკლული

ნალჩიკში მიმდინარე სპეცოპერაციისას 6 ბეოვიკია მოკლული

ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ყაბარდო-ბალყარეთში მიმდინარე სპეცოპერაციისას 6 ბოევიკია ლიკვიდირებული.

"სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, ნალჩიკში, 9 სართლიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში შეიარაღებული დაჯგუფების ყოფნის შესახებ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში", - აცხადებენ ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტში.

კომიტეტის ინფორმაციით, შეიარაღებულ დაჯგუფებასთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა, ბოევიკებმა დანებებაზე უარი განაცხადეს და სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

"ორმხირივი სროლის შედეგად 6 ბოევიკი ნეიტრალიზებულია" - აღნიშნავენ ნაციონალურ ანტიტერორისტულ ცენტრში.

წინასწარი ინფორმაციით, გაუვნებელყოფილმა დაჯგუფებამ რამდენიმე ტერორისტული დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის, 31 ივლისს პოლიციის პოლკოვნიკის მკვლელობა.