სირიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "სკაი ნიუსი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, სამხედრო ლაინერი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ჩამოაგდეს და საცხოვრებელ სახლებს დაეცა.

ისლამისტი ქსტრემისტები სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. მათ წინააღმდეგ ავიაიერიშებს აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიცია ახორციელებს. მსგავსი ვითარებაა ერაყშიც.

"ისლამური სახელმწიფო" ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისლამური ხალიფატის შექმნას ისახავს მიზნად.