უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი იქნება

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი იქნება

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა მისი მოადგილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

გომელაურის თქმით, შეუძლია თამამად თქვას, რომ მისი მოადგილე იქნება იოსებ გოგაშვილი, ხოლო "დანარჩენი მოადგილეების შესახებ მოგვიანებით ჩამოყალიბდება".

რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის სამუშაო ადგილს, გომელაურის თქმით, ეს იქნება 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) ქუჩაზე მდებარე ყოფილი უშიშროების სამინისტროს შენობა, სწორედ იქ იმუშავებს უსაფრთხოების სამსახური.

იოსებ გოგაშვილი გომელაურის შს მინისტრობის დროს მისი პირველი მოადგილე იყო.