გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრად მუშაობას შეუდგა

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრად მუშაობას შეუდგა

საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროში მივიდა. უწყებაში მას უკვე ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური დახვდა, რომელმაც მღებრიშვილი თანამშრომლები გააცნო .

ვახტანგ გომელურმა გიორგი მღებრიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მღებრიშვილი წარმატებული მინისტრი იქნება.

მღებრიშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ პირველი რასაც გააკეთებს, ეს იქნება უწყებაში არსებული სიტუაციის ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ დასახავს პრიორიტეტებს.