ოდესაში გვიან ღამით, უცნობმა პირებმა საზოგადოებტივი მოძრაობა "ოდესის თავდაცვის" შტაბი ააფეთქეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოდესის მილიციის ინფომაციით, აფეთქების შედეგად ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ოფისის შესასვლელის კარი.
წინასწარი ინფორმაციით ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე, 200 გრამი ტროტილის ექვივალენტურად ფასდება.
უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ოდესაში უკვე რამდენიმე აფეთქება მოხდა.