იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი 26-27 აგვისტოს შედგება

იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი 26-27 აგვისტოს შედგება

საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აგვისტოს ბოლოს ეწვევა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ორდღიანი იქნება და 26-27 აგვისტოს შედგება.

ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერი ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს გახსნის. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან.

ვიზიტის სხვა დეტალები ზუსტდება.