ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალმთიან აჭარაში გზის პრობლემის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, გზის პროექტი დასრულებულია და პროექტის განხორციელების შემდეგ ეს გზა რამდენიმე რაიონს მოემსახურება.
"2016 წელს ვიწყებთ გზის პროექტს. ხულო-ადიგენის გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ პროექტი არის დასრულებული და გაისად ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენიმე რაიონს მოემსახურება ეს გზა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მაღალმთიანი აჭარის კურორტ ბეშუმში მოსახლეობა გზის პრობლემას უჩივის. შუამთობის დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას პრემიერ მინისტრისადმი გზის რეაბილიტაციის თხოვნა ჰქონდა.