ეკა ბესელია პრეზიდენტს მიმართავს

ეკა ბესელია პრეზიდენტს მიმართავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტს მიმართავს, პატიმარ ქალთა მიმართ სასჯელის შემსუბუქების და შეწყალების მიდგომებს გადახედოს.

როგორც ბესელია აცხადებს, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების ფარგლებში ქალ პატიმართა პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

"დაიწყო რეფორმა, რომელიც ინფრასტუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს, პირველ რიგში ქალებისთვის, რომელთათვისაც საპატიმროში ყოფნა განსაკუთრებით მძიმეა. ძალიან სწრაფად გადასაწვეტი საკითხია, რომ პაემნებისთვის ინფრასტუქტურა მოწესრიგდეს. ბუნებრივია, პატიმრობა ყველასთვის ძალიან რთულია, მაგრამ ქალებისათვის ეს არის ორმაგად მძიმე ტვირთი, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ მათი პირობები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს და მიდგომა იყოს კიდევ უფრო ჰუმანური. აქვე ვისარგებლებდი შემთხვევით და მივმართავ პრეზიდენტს, მაქსიმალურად გამოიჩინოს მეტი ჰუმანურობა ქალი პატიმრების მიმართ. მათ საკმაოდ ბევრი აქვთ მოხდილი იმისთვის, რომ მიიღონ თავისუფლება. ვფიქრობ, ამ მხრივ მიდგომები გადასახედია", - აცხადებს ეკა ბესელია.