პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშუმში სახალხო დღესასწაულ შუამთობაზე ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ერთი ისტორია გაიხსენა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, "პუმას" ტიპის ვერტმფრენის ყიდვა სააკაშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შუახევში კაიმაღის ჭამის შემდეგ ცუდად გახდა.
"ერთი ისტორია გამახსენდა. 3 წლის წინ აქ სააკაშვილი იყო ჩამოსული, 3 კილო კაიმაღი ჭამა. აქედან ის გაფრინდა ბორჯომში, გახდა ცუდად და ვერტმფრენის შუახევში დასმა მოუწიათ. შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტი. მან "პუმას" ტიპის ვერტმფრენში 40 მილიონი ევრო იმის გამო გადაიხადა, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა კაიმაღი. ეს ნახევრად ხუმრობით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.