მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს.

"მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს. წმინდა წინასწარმეტყველ ელიას მაგალითით აღვსილი ყოველთვის მორჩილებითა და სულიერი სიბრძნით ატარებთ თქვენთვის მონიჭებულ ჯვარს, ავლენთ დაუღალავ მზრუნველობას თქვენი სამწყსოსადმი, ბევრს შრომობთ, რათა უფლის სიტყვა განავრცოთ და განადიდოთ ხალხში. თქვენი ზეციური მფარველის ლოცვებით მოწყალე მეუფემ აღავსოს მადლით თქვენი სულიერი და ხორციელი ძალები და შეგეწიოთ თქვენი საპატრიარქო მსახურების აღსრულებაში. ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი", - ნათქვამია მისალოც წერილში.