გურიაში ავარიის შედეგად დაშავებული სამართალდამცველები და მედიკოსები დავით სერგეენკომ მოინახულა

გურიაში ავარიის შედეგად დაშავებული სამართალდამცველები და მედიკოსები დავით სერგეენკომ მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, იმერეთის გუბერნატორთან ერთად, იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში დაშავებულები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

როგორც სერგეენკო აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟში მსხდომების დაზიანებები მსუბუქია, სამართალდამცველების კი, _ შედარებით მძიმე.

"დღეის მდგომარეობით, ქუთაისის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში, მკურნალობას გადის 2 პოლიციელი, მათი მდგომარეობა სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, რადგან დაზიანების ხარისხი მათთან დიდი იყო. ამავე საავადმყოფოში მკურნალობას გადის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ექიმს, ის ფოთის საავამდყოფოში მკურნალობს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, გრიგოლეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი, დაშავდა. დაშავებულთა შორის სამი პოლიციის თანამშრომელია.