საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შუამთობის დღესასწაულზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე სპირიდონთან და დასავლეთ საქართველოს მუფტთან ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად მივიდა.
აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში მყოფი სტუმრები ტრადიციული დღესასწაულის, შუამთობის საზეიმო კონცერტს ესწრებიან.
კულტურულ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ტრადიციული ქართული ცეკვები. კონცერტი ცეკვა "აფხაზურით" გაიხსნა, ასევე შესრულდა "აჭარული". კონცერტის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი დღესასწაულზე შეკრებილ მემთეურებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართავს.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება დოღს და სპორტულ ღონისძიებებს. პრემიერთან ერთად ღონისძიებას მინისტრები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწერებიან.