ნიუ-იორკის უდიდეს რაიონში, ბრუკლინში უცნობმა მამაკაცმა 11 ადამიანი დაჭრა და მიიმალა. ადგილობრივი ინტერნეტპორტალის ინფორმაციით, ერთ-ერთი წვეულების დროს, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ასევე უცნობია ინციდენტის სხვა დეტალები. პოლიცია დამნაშავის ძებნის ოპერაციას ატარებს.