თურქეთში პოლიციის შენობასთან აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში პოლიციის შენობასთან აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ დოგუბაიაზიტის პოლიციის განყოფილებასთან ტრაქტორი ააფეთქეს, რომელშიც ორი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.

აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 24 კი - დაიჭრა. ამ დროისთვის ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ტერაქტი ორგანიზებული იყო ქურთი ამბოხებულების ორგანიზაცია "ქურთთა მუშათა პარტიის" მიერ. ქალაქი დოგუბაიაზიტი ირანის საზღვართან მდებარეობს.