ავარიის დროს დაშავებული პოლიციელების მდგომარეობა მძიმეა

ავარიის დროს დაშავებული პოლიციელების მდგომარეობა მძიმეა

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 4 ადამიანი იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღეს დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ხარაშვილმა მოინახულა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაშავებულები გუშინ ფოთის საავადმყოფოდან ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"როგორც იცით, მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დღეს გაწერენ. რაც შეეხება პოლიციელებს, როგორც ვიცი, მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა", - განაცხადა ხარაშვილმა.

გუშინ გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავებულია.