გრიგოლეთში ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა

გრიგოლეთში ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა

გრიგოლეთში, ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეჯახება დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთმანეთს მიკროავტობუსი და "მერსედესის" მარკის მანქანა შეეჯახნენ..