კაბინეტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შემიძლია ფოიეში დავჯდე და იქ ვიმუშაო, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების ახლად წარდგენილმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა "ქრონიკის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა , შეუდგა თუ არა იგი მინისტრის კაბინეტში მუშაობას.
კახიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარია შეძლოს იმ დიდი ნდობის გამართლება, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს.
"სიტყვა კაბინეტის მნიშვნელობა ვერ გავიგე. მთავარია შევძლოთ ნდობის გამართლება, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს. ძალიან რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეს ნდობა არ გავამართლო. ღმერთმა ნუ ქნას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის ავანსად გაცემული ნდობა, რომელიც საზოგადოებიდან ვიგრძენი, რამენაირად გავაცრუო. გაკეთდება ყველაფერი, რისი შესაძლებლობაც გვაქვს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მან სახალხო დამცველის რეკომენდაციებზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც ერთ-ერთ პრობლემად დასახელებულია რამდენიმე ციხეში გრძელვადიანი პაემნების ოთახების არარსებობა. კახიშვილის განცხადებით, ეს პრობლემა გადაიჭრება.
მინისტრის თქმით, ქალი მსჯავრდებულებისთვის შეზღუდვის დაწესებულების მოწყობის პროცესი დაწყებულია და ახალ წლამდე საფუძველი ჩაეყრება დაწესებულების მშენებლობას, სადაც ქალ მსჯავრდებულებს შაბათ-კვირის განმავლობაში გასვლა და ოჯახისწევრებთან შეხვედრის საშუალება მიეცემათ.