სასჯელაღსრულების ახლად წარდგენილი მინისტრი, კახა კახიშვილი პატიმრების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს ორშაბათიდან შეუდგება.
როგორც კახიშვილმა განაცხადა, სამინისტრო ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება მისი თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფაზე და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, მეორე მხრივ კი, მისი თქმით, ძირითადი ამოცანა პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა იქნება.
"ამ კუთხით, ვიმუშავებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ორშაბათსვე დავგეგმავ შეხვედრას სახალხო დამცველთან, მეორე დღეს კი - იმ უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შევხვდები, რომლებიც ციხის საკითხებზე მუშაობენ. მათთან ერთად დავსახავთ არსებული პრობლემების გადაჭრის მექანიზმებს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.