თურქული მედიის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში, თურქეთში აკრძალილი "ქურთისტანის შრომის პარტიის" პოზიციების დაბომბვის შედეგად, დაახლოებით 260 ქურთი ბოევიკი დაიღუპა.
თავად "ქურთისტანის შრომის პარტია" კი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ავრცელებს.
ცნობისთვის, ერაყთან და სირიასთან საზღვრის გასამაგრებლად, თურქი სამხედროები რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს რაკეტებითა და ბომბებით უტევენ.