ცერემონია ოლიმპიურ სოფელში 21:00 საათზე დაიწყება. შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ასევე, მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგებიან ფესტივალში მონაწილე ქვეყნების გუნდები.
ცერემონიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იანეზ კოციანჩიჩი მიმართავენ.
საზეიმო დახურვის ღონისძიება საერთაშორისო ოლიმპიური ჰიმნით, დროშების გაცვლითა და ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობით დასრულდება.