"თალიბანის" ახალი ლიდერი მულა ახტარ მანსური აუდიომიმართვას ავრცელებს, სადაც იგი მებრძოლებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
მისივე თქმით, "თალიბანი" გააგრძელებს ბრძოლას და ჯიჰადს "ვიდრე ქვეყანაში ისლამური მმართველობა არ შეიქმნება".
მულა ახტარ მანსური რამდენიმე დღის წინ "თალიბანის" ახალ ლიდერად დაასახელეს, თუმცა, მოგვიანებით ისლამისტური მოძრაობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მანსურის კანდიდატურას ყველა თალიბი არ უჭერს მხარს.
ავღანეთის მთავრობამ "თალიბანის" ყოფილი ლიდერის, მულა მუჰამედ ომარის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია. ომარი "თალიბანს" 1996 წლიდან სათავეში ედგა.