„ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი ავანსად გაცემული ნდობა ჩემს მიმართ“

„ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი ავანსად გაცემული ნდობა ჩემს მიმართ“

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სრულიად მთავრობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახიშვილმა პირობა დადო, რომ 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, რათა შენარჩუნდეს წესრიგი მის უწყებაში.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იმ გუნდს, რომელმაც ასეთი ნდობა გამომიცხადა. მე ძალიან კაგრად მესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი ავანსად გაცემული ნდობა ჩემს მიმართ, მაგრამ, ამავდროულად, საზოგადოების წინაშე ვაცხადებ, რომ 24 საათის განმავლობში ვიმუშავებთ მხოლოდ იმისთვის, რომ, ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ, მეორეს მხრივ, აუცილებლად უზრუნველვყოფ თითოეული ადამიანის უფლების რეალიზებას პენიტენციურ დაწესებულებებში. მინდა, ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემ მეგობარ გოგა მღებრიშვილს, რომელმაც ჩაიბარა ქვეყნის სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი და წარმატება მინდა ვუსურვო მას“, - განაცხადა კახიშვილმა.