„კახიშვილის მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის“

„კახიშვილის მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის“

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

პრემიერმა სასჯელაღსრულების მინისტრად კახა კახიშვილის წარდგენისას, მის ღვაწლზე ისაუბრა.

„კახი კახიშვილი გახლავთ ორი შვილის მამა. გამოირჩევა თავის წესიერებით, თავისი განათლებით, პროფესიით არის იურისტი. მას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც სახელმწიფო სამსახურში მუშაობის, ასევე, არასამთავრობო სექტორში მუშაობის. მე შეგახენებთ, რომ ბატონი კახა მუშაობდა შს სამინისტროში, ასევე პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში და მას ყველა ძალიან კარგად ახასიათებს. ასევე გეტყვით, რომ ბატონი კახა წლების განმავლობაში მუშაობდა არასამთავრობო სექტორში და მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე  გამორჩეულმა და ობიექტურმა ექსპერტმა, 2014 წლის ოქტომბრიდან უკვე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება, ეს სისტემა კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე გახდება ყველასთვის და ახალ ეტაპზე გადავა ის რეფორმები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ სოზარ სუბარის დროს, შემდეგ ბატონმა გოგამ გააგრძელა და ახლა უკვე ბატონი კახა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ამ სისტემის რეფორმირების პროცესს დააგვირგვინებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი გოგა და ბატონი კახი გახლავთ ჯგუფელები, ისინი ძალიან კარგი მეგობრები არიან და თანაავტორები არიან ამ რეფორმის, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. მე ორივეს ვუსურვებ წარმატებებს და მჯერა, რომ უწყებები, რომელბიც მათ ჩაიბარეს გახდებიან სამაგალითო ჩვენი მთავრობის დროს“, - განაცხადა პრემიერმა.