„მღებრიშვილის დროს სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან რადიკალური რეფორმა განვახორციელეთ“

„მღებრიშვილის დროს სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან რადიკალური რეფორმა განვახორციელეთ“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი მღებრიშვილი დანიშნა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, სასჯელარსრულების დაწესებულებებში აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

„მე მინდა აღვნიშნო, რომ გოგა იყო მართლაც ძალიან წარმატებილი მინისტრი. თქვენ იცით, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში ჩვენ ძალიან რადიკალური რეფორმა განვახორციელეთ. ჩვენ სტრატეგიულად და შინაარსობრივად, მთლიანად შევცვალეთ სისტემა. ასევე მინდა ვთქვა, რომ სასჯლელაღსრულების სამინისტროში აღმოიფხვა მთლიანად ადამიანის უფლების დარღვევა, წამება, სისასტიკე, ასევე არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდერებული პრაქტიკა იყო, სააკაშვილის დროს. ჩვენ სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ და სწორედ ეს რეფორმა ბატონი გოგას დამსახურებაა და მისი გუნდის. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მას ჰქონდა დაწყებული მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი, მე პირადად ვიმყოფებოდი ამ რეფორმის ამსახველ რამდენიმე ღონისძიებაზე, მათ შორის სასჯელაღსრულების ახალი დაბალი რისკის დაწესებულების და სრულიად თანამედროვე მართვის ცენტრის გახსნაზე. გოგამ გააუქმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მთლიანად გარდაქმნა ეს სტრუქტურა ასევე, მოხდა მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ყველასთვის, სახელმწიფო ხარჯავს მილიონობით ლარს პატიმრების მკურნალობისთის. ასევე, ბატონი გოგა არის ინიციატორი პროექტისა, რომელიც ინოვაციურია ამ სისტემაში, მე ვგულისხმობ ელექტრონულ სამაჯურებს, მონიტორინგს პატიმრების, მათ შეეძლებათ, რომ სახლში იყვნენ შიდაპატიმრობაში და ამ სისტემას ბატონი კახა დანერგავს უკვე უახლოს მომავალში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბატონი გოგა გახლავთ ორი შვილის მამა, იგი თავის წესიერებით გამოირჩევა, პროფესიით გახლავთ სამართალმცოდნე, იურისტი. ამ სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა არაერთ ადგილზე, მათ შორის მაღალ თანამდებობაზე. მუშაობდა როგორც პოლიციაში ასევე, ფინანსური პოლიციაში, შემოსავლების სამსახურში, საგამოძიებო სამსახურში. იგი არის ძლიერი მენეჯერი, კარგად იცნობს სისტემას და ზუსტად იცის თუ რა სჭირდება დღევანდელ ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენ პოლიციელებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის განაგრძობს შს სამინისტროს რეფორმირების პროცესს და ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს. ბატონ გოგას მე წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად 2014 წელს დაინიშნა.