შს ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იქნება

შს ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იქნება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი მღებრიშვილს დანიშნავს. ამის შესახებ ინფორმაცია "პირWელისთვის" გახდა ცნობილი.

პრემიერი გიორგი მღებრიშვილს ოფიციალურად რამდენიმე საათში დაასახელებს. რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მის ხელმძღვანელსაც დღეს დაასახელებს.

აღნიშნულ პოსტზე, სავარაუდოდ, მინისტრის პირველი მოადგილე კახი კახიშვილი ან შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაინიშნება.

ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძე სასჯელაღსრულების უწყებაში შსს-ში გადასვლამდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.