რატომ მიდიან საქართველოში გმირები უჩუმრად - კვირის რეპორტაჟი (26/02/2012)

რატომ მიდიან საქართველოში გმირები უჩუმრად - კვირის რეპორტაჟი (26/02/2012)

ავღანეთში ISAF-ის ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს მსხვერპლი 15-მდე გაიზარდა. 21 თებერვალს ჰელმანდის პროვინციაში სამი კაპრალი - პაატა კაჭარავა, რუსლან მელაძე და ვალიკო ბერაია ავტომანქანით პატრულირებისას ნაღმზე აფეთქდნენ. ეს ფაქტი მთავარი თემა არ გამხდარა ნაციონალური ტელევიზიებისთვის, ეს მაშინ როცა ტრაგიკულ ინციდენტამდე 1 დღით ადრე , მიხეილ სააკაშვილი 2 საათიანი სტუმრობა ჰელმანდში, ამ ტელევიზიების ნომერ პირველ ამბად იქცა. რატომ მიდიან საქართველოში გმირები უჩუმრად ნახეთ ნანა ლეჟავას რეპორტაჟში…

** ** ** ** ** ** **

ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია. მმართველი პარტია 20 ლარიან ენერგო ვაუჩერებს არიგებს. რამდენად ეფექტურია ვაუჩერების პროგრამა და რატომ მიიჩვევენ ექსპერტები, რომ ეს მხოლოდ პიარში დახარჯული ფულია. ამომრჩევლების მოსყიდვის ნაციონალურ მეთოდზე, რომელიც კანონით დასჯადი არ არის ნათია თოიძე გიამბობთ.

** ** ** ** ** ** **

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე. ხელფასი 42 480 ლარი, პრემია 54 875 ლარი; კულტურის მინისტრი ნიკა რურუა. ხელფასი 42 480 ლარი პრემია 45 520 ლარი; რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი. ხელფასი 42 480 ლარი, პრემია 37 703 ლარი; სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი. ხელფასი 42 480 ლარი, პრემია 35 400 ლარი; საქართველოს ხელგაშლილი მთავრობა. წლიური ხელფასი 858 ათასი ლარი, წლიური პრემია 666 000 ლარი;

რატომ აინტერესებს კონტროლის პალატას მთავრობის წევრების კოლოსალური პრემიების ნაცვლად კერძო ბიზნესში გამოწერილილი პრემიები?

კონტროლის პალატისა ორმაგი სტანდარტი ნახეთ ზვიად თხელიძის სიუჟეტში

** ** ** ** ** ** **

160 მოსწავლე და 45 მასწავლებელი სკოლისა და სამსახურის გარეშე.

რატომ შეუწყდა რუსთავის კერძო სკოლა “მილენიუმს” შუა სასწავლო პროცესში საგანამანათლებლო დაწესებულების სტატუსი ?

როგორ ზრუნავენ განათლების ხარისხის განვითარებაზე საქართველოში

თამარ კენკიშვილი გიამბობთ იდევნება თუ არა სკოლის მეპატრონე პოლიტიკური ნიშნით