ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, წინა საუკუნის 90-იანი წლების ცნობილი ინგლისური ჯგუფი “East-17” მუსიკალური კარიერის განახლებას აპირებს.
ორი დღის წინ ჯგუფის წევრებმა პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და განაცხადეს რომ ახალ ალბომზე მუშაობა უკვე დაასრულეს. ჯგუფის ისტორიაში რიგით მე-14 სტუდიური ჩანაწერის სახელწოდებაა “Dark Light”. ის გაყიდვაში მიმდინარე წლის 2 აპრილს გამოვა.
მუსიკოსების განცხადებით მათ დაბრუნებაში გადამწყვეტი როლი ახლობლებმა შეასრულეს. აღმოჩნდა, რომ ჯგუფის მონაწილეებთან “U2”-სა და “King Of Leon”-ის წევრები მეგობრობენ და”East-17”-ის გაერთიანებაში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
"East-17” ერთგულ თაყვანისმცემლებს გარკვეული ცვლილებებით უბრუნდება. ვოკალისტი ბრაიან ჰარვის ადგილი ტონი მორტიმერმა დაიკავა. ჯერჯერობით უცნობია მომავალი კონცერტების ჩატარების ადგილი და თარიღი.