ორი დღის წინ ცნობილი ამერიკული ჯგუფი “Suffocation”-ის წევრებმა პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და განაცხადეს რომ მიმდინარე წლის დასასრულს პროფესიულ კარიერას დაასრულებენ.
ამჟამად ჯგუფი გამოსამშვიდობებელი მსოფლიო საგასტროლო ტურნესათვის ემზადება. ამ ღონისძიების ფარგლებში მუსიკოსები 30 კონცერტს ჩაატარებენ.
ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელი მაიკ სმიტის ინფორმაციით, საგასტროლო ტურნეს შემდეგ ის და მისი კოლეგები სტუდიური ჩანაწერის გამოშვებას გეგმავენ. მაგრამ ამ დისკის გამოცემა საფრთხის ქვეშ იმყოფება, რადგან ჯგუფის წევრებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს და დიდია ალბათობა რომ ერთად თანამშრომლობა აღარ მოინდომონ.
ამერიკული დეტ-მეტალ ჯგუფი “Suffocation” 1989 წელს ქალაქ ლონგ-აილენდში ჩამოყალიბდა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში ვოკალისტი ფრენკ მულენი, გიტარისტები ტერენს ჰობი და დუგა სირიტო, მედოლე მაიკ სმიტი და ბას-გიტარისტი ჯოშ ბერონი შედიოდნენ.
მუსიკოსების პირველი სტუდიური ჩანაწერი “Effigy of the Forgotten” 1991 წელს გამოიცა. ჯგუფის ბოლო და რიგით მეექვსე ალბომმა “Blood Oath” დღის სინათლე 2009 წელს იხილა.