ჩემს ბოლოდროინდელ პოსტში, რომელიც საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშს ეხებოდა, დავუპირისპირდი ბანკის ზოგიერთ ვარდისფერ დასკვნას. ანგარიში იმით იწყებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საჯარო სამსახურების უზნეობას უაიეტ ერპისეული ომი გამოუცხადა და ისინი „კორუფციისგან გაათავისუფლა”. გარდა ამისა, ანგარიში, რომელიც ზედმეტად დაეყრდნო სამთავრობო ჩინოვნიკების ინტერვიუებს იმაშიც დავადანაშაულე, რომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო უბრალო მოქალაქეებს. როგორ ხედავენ ქართველები მთავრობის ანტი-კორუფციულ ძალისხმევას? ვიკითხე მაშინ მე.
თბილისმა ამ კითხვაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის რამდენიმე შთამბეჭდავი მონაცემით ირეაგირა. ეს მონაცემები ზურგს უმაგრებს მსოფლიო ბანკის მიერ შექმნილ სურათს – საქართველო სამაგალითო რეფორმატორად გარდაიქმნა, არადა 1990-იანებში და 2000-იანებში აქ ველური გარემო იყო – ადგილს უნივერსიტეტში ათობით ათასი დოლარი მოჰქონდა, ხოლო საგზაო პოლიცილიები მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს ფულს სძალავდნენ.
რამდენიმე დეტალი:
ნდობა პოლიციისადმი აქ ევროპული ქვეყნების ამჟამინდელ მაჩვენებლებს უახლოვდება. ასეთია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2010 წლის კვლევის დასკვნა. ეს კვლევა ე.წ. „გარდამავლობის რეგიონებს“, ცენტრალურ ევროპას, ევრაზიასა და თურქეთს ეხება. არადა, მანამდე, სანამ სააკაშვილი 2004 წელს გაწმენდდა პოლიციის კადრებს და, როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, ერთ ღამეში 1,600 პოლიციელს დაითხოვდა, საქართველოში პოლიციის ყველაზე ძალიან ეშინოდათ.
ამავე ბანკის კვლევის თანახმად, ქართველებს ყველაზე ნაკლებად მიაჩნიათ, რომ საჯარო დაწესებულებებში ქრთამს იღებენ; ძალიან ცოტას მიაჩნია, რომ არაოფიციალური გადახდები საჯარო სამსახურებში აუცილებელია. (ამ ბოლო ინდიკატორით საქართველო დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას ედრება). უფრო მეტიც, 2009 წელს 6 პროცენტზე ნაკლებმა ქართველმა გადიახადა ქრთამი, რაც მას ისეთი ქვეყნების რიგში აყენებს, როგორიცაა ავსტრალია, კანადა და დანია – ასეთია ორგანიზაცია Transparency International-ის 2010 წლის კორუფციის გლობალური ბარომეტრის მონაცემები. მეზობელი აზერბაიჯანი იმ ქვეყნების რანგშია, სადაც ეს მაჩვენებელი 30-49.9 პროცენტს უდრის.
და ბოლოს, ქართველთა 78 პროცენტის აზრით, კორუფცია 2006 – 2010 წწ. შემცირდა, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების „გარდამავლობის“ კვლევაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.
რთულია ამ დასკვნებთან, მსოფლიო ბანკის მიერ ციტირებულ დამატებით ამბებთან და სამეცნიერო მონაცემებთან კამათი. იქით იყოს მსოფლიო ბანკის ჰიპერბოლები და საქართველოს პროგრესი მართლაც აღსანიშნავია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, როგორი დისფუნქციური იყო მთავრობა 2003 წლამდე, როდესაც ქართველებს ელექტროენერგია დღეში სულ რამდენიმე საათით მიეწოდებოდათ, რადგან ქვეყნის ლიდერები მას თურქეთსა და სომხეთში ყიდდნენ. მაგრამ ასე ხდება რეგიონში, რომელიც დღემდე იცილებს კომუნიზმის ათწელეულობით ბატონობის ლაქას – იმ პერიოდის ლაქებს, რომელშიც, ვაცლავ ჰაველის ერთი მრჩევლის თქმით „მუშაობდა“ კორუფცია და არა კანონის უზენაესობა. მსოფლიო ბანკი, ალბათ, მართალია, როდესაც ამბობს, რომ საქართველომ გააქარწყლა მითი, რომლის თანახმადაც „კორუფცია კულტურის“ თვისებაა, მაგრამ მექრთამეობა და უზნეობა კულტურაში იდგამს ფესვებს. სხვა შემთხვევაში, საქართველო ასეთ გამონაკლისად ვერ გადაიქცეოდა.
ეს თამამი ნაბიჯები დემოკრატიზაციის ხარჯზე გადაიდგა. „ვაშინგტონ პოსტში“, წერილში, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, ქართველი მილიარდერი და ახალი ოპოზიციური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აკრიტიკებდა პრეზიდენტ სააკაშვილის „მართვის სუპერ-ცენტრალიზებულ, თითქმის ნეობოლშევიკურ სტილს… რომელიც არა მხოლოდ ხელს უშლის ქვეყნის წინსვლას, არამედ საფრთხეს უქმნის მისსავე მიღწევებს.“ Transparency International-ი უფრო ლაკონური იყო გასულ ოქტომბერს: „აღმსარულებელი ხელისუფლება არ კონტროლდება“. ეს კი ძირითადად იმიტომ ხდება, რომ პრეზიდენტის პარტია, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს პარლამენტის თითქმის 80 პროცენტს და სამთავრობო ინსტიტუტების უმრავლესობას. შედეგად კი Transparency-ს თქმით, ზარალდება ყველაფერი, დაწყებული სასამართლო სისტემითა და მედიით, და სამოქალაქო საზოგადოებით დამთავრებული. სააკაშვილის გუნდი, აუცილებლად გიპასუხებდათ, რომ კორუფციის აღმოფხვრა ავალდებულებდა მათ სწრაფ, გადამწყვეტ ქმედებებში და რომ შედეგები მრავლისმეტყველია. წლევანდელი საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ცხადყოფს იმას, სურთ თუ არა ქართველებს ისეთი ხელისუფლება, რომელიც თანაბარწილად უერთგულებს დემოკრატიულ იდეალებსაც.
foreignpress.ge
881
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85