გარდაცვლილი პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის მეუღლე და ადვოკატი დღეს მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილთან შეხვედრას გეგმავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თეთრაძის ოჯახის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ აცნობა, შეხვედრა 15 .00 საათზეა დანიშნული. ადვოკატი შეხვედრის დეტალებზე გიორგი ბადაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.