მაშველებმა ზღვაში დაკარგული 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ზღვაში დაკარგული 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ბათუმში, ზღვაში დაკარგული 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელმა, ზვიად ჯაფარიძემ განაცხადა, ზღვაზე სამძებრო სამუშაოები სამი დღის წინ დაიწყო და ცხედრის პოვნა დღეს გახდა შესაძლებელი.

"სამდღიანი ინტენსიური სამაშველო სამძებრო სამუშაოების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა 11 ივლისს ზღვაში დამხრჩვალი 15 წლის ბიჭი. ცხედარი გამოყვანილია და ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები", - აღნიშნა ზვიად ჯაფარიძე. 

მოზარდი 11 ივლისს ხიდიდან გადახტა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.