ევროკავშირის ელჩის საქართველოში იანოშ ჰერმანის განცხადებით, რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირი ძალიან ფრთხილად შეისწავლის ამ ინფორმაციას.
„დეტალური ინფორმაცია მივიღეთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად შევისწავლით ამ საკითხს. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვმუშაობთ. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გვაქვს. მოვისმენთ ამ მისიის შედეგებს. ასევე, მივიღებთ ამ კონკრეტულ ქეისს და ევროკავშირში გადავგზავნით“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.