იანოშ ჰერმანის მტკიცებით დონალდ ტუსკის საქართვეოში ვიზიტი დიდი ხნით არ გადადებულა

იანოშ ჰერმანის მტკიცებით დონალდ ტუსკის საქართვეოში ვიზიტი დიდი ხნით არ გადადებულა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტის გადადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ვიზიტის ახალი თარიღი მალე გახდება ცნობილი.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, საბერძნეთში მნიშვნელოვანი განხილვები მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება გვიან ღამით მიიღეს.

„საბერძნეთში მნიშვნელოვანი განხილვები მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება გვიან ღამით იქნა მიღებული. დონალდ ტუსკს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები და იმედი გვაქვს, ახალ თარიღს დავნიშნავთ. ეს თარიღი შორს არ არის“, - განაცხადა ჰერმანმა.