საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს თერთმეტი თანამშრომელი დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა 2015 წლის 13 ივნისს, ქალაქ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა.
ასევე, - შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი თანამშრომელი მედლით „მხედრული მამაცობისათვის“, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი „ღირსების მედლით“ დააჯილდოვა.