საფრანგეთის პოლიცია იმ სამ შეიარაღებულ პირს ეძებს, რომლებიც პარიზის ჩრდილოეთ მდებარე სავაჭრო ცენტრში, Primark-ის მაღაზიაში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს.
"ბიბისის" ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელები მაღაზიიდან იმ დროს გაიქცნენ, როცა სპეცსამსახურებმა სავაჭრო ცენტრის შენობიდან 18 ადამიანის ევაკუირება მოახდინეს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ცნობით, სამამდე შეიარაღებული თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრ Qwartz-ში მდებარე Primark-ის მაღაზიაში დღეს დილით შეიჭრა და დაახლოებით ათი ადამიანი აიყვანა მძევლად.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელები მაღაზიაში გაძარცვის მიზნით შეიჭრნენ და ეს არ არის ტერორისტული აქტი.