საქართველოში რუსეთის ყოფილ საელჩოსთან დღეს აქცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ორგანიზატორმა ნიკა დავითაშვილმა განუცხადა, აქციას რიგითი მოქალაქეები მართავენ.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ. ორგანიზატორის ინფორმაციით, აქცია 16:30 საათზე დაიწყება და მშვიდობიანი იქნება.
10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღიმართა. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცევა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი.