რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ პონტას ქვეყნის პროკურატურამ თაღლითობაში, გადასახადებისგან თავის არდებაშა და ფულის გათეთრებაში ბრალი წაუყენა.
"ბიბისის" ინფორმაციით, კორუფციულ დანაშაულს, რომელშიც რუმინეთის პრემიერია ეჭვმიტანილი, ადგილი 2007-2008 წლებში ჰქონდა, როცა ვიქტორ პონტა რუმინეთის "სოციალ-დემოკრატიულ პარტიის" იურისტი იყო. ვიქტორ პონტა წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
რუმინეთის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის პრემიერის ქონების ნაწილის კონფისკაცია მოხდა.
ივნისის დასაწყისში რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ვიქტორ პონტას კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგომა მოსთოხვა.
გასული წლის ნოემბერში ვიქტორ პონტა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კლაუს იოჰანსონთან დამარცხდა.