პატრიარქი დიდი ადამიანი და ქართული მართლმადიდებლური თემის ჭეშმარიტად დიდი სასულიერო ლიდერია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა სვეტიცხოველში დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამერიკის ელჩმა კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის მიერ ამბიონზე რიჩარდ ნორლანდისა და მისი მეუღლის მოხსენიებასთან დაკავშირებით. როგორც ამერიკის ელჩმა განაცხადა, საქართველოში სამსახურის დროს ყველაზე მეტად მისთვის ალბათ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საშუალება მიეცა გაცნობოდა მის უწმინდესობას. "მეხილა პირადად რამდენად დიდ როლს თამაშობს იგი ქართულ საზოგადოებაში და რამდენად აფასებენ მას ქართველები. ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის ის, რომ დღეს პატრიარქმა ქადაგებისას ახსენა ჩემი და ჩემი მეუღლის გამგზავრების შესახებ. პატრიარქი არის დიდი ადამიანი, ჭეშმარიტად დიდი სასულიერო ლიდერი ქართული მართლმადიდებელი თემისა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.