გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.
"უახლოეს დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა მაქსიმუმ 31 გრადუსამდე მოიმატებს. ”, - განუცხადა დოდო გვაზავამ "პირWელს".
მისივე თქმით, ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია თბილისშიც, ტემპერატურა კი 31 გრადუსს არ გადააჭარბებს.