„ის რაც ხდება, ოპოზიციამ თავის თავს მოჰკითხოს უმჯობესია“

„ის რაც ხდება, ოპოზიციამ თავის თავს მოჰკითხოს უმჯობესია“

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსი ოკიპანტების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას, გმობს.

მინისტრის თქმით, ბაქო-სუფსის მილსადენს შს სამინისტრო აკონტროლებს და ეს ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.

"რა თქმა უნდა სამწუხაროა და ჩვენ ვგმობთ ამას. ასეთი აბრები რაც არის, მათი აზრით რაც გვსაზღვრავს, ძალიან ბევრი დგას სოფლებში. ეს ჩვენთვის პირველი არ არის და უცხო არ არის რა თქმა უნდა, პროტესტს გამოვთქვამთ და ვგმობთ ამას. შს სამინისტრო ბაქო-სუფსის მილსადენს აკონტროლებს. მათ სახელმწიფოებრივი შეხედულებით ჰგონიათ, ოსური მხარე იძახის რომ ჩვენ ტერიტორიაზეაო, თუმცა ეს საქართველოს ტერიტორიაა. 7 წელი გავიდა არავინ არ შეხებია ამ მილსადენს, არც ახლა მგონია რაიმე დაზიანება მიიღოს, მიწაშია, სიღრმეშია, არ მგონია ვინმე მივიდეს და დაზიანება დაუყწოს მას. თუ ეს მოხდება შესაძლებელია კილომენტრნახევარის მოქცევა და აქეთ მხარეს გადმოტანა", - განაცხადა გომელაურმა.

შს მინისტრი ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ხელისუფლების შეცდომაა ის, რომ საერთაშორისო რეაგირება არ ხდება ხაზის გადმოწევაზე და ასევე საჭიროა კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის გადახედვა. გომელაური აცხადებს, რომ ყველა ასეთ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ხდება.

"რეაგირება ხდება და რის შედეგია და რატომ ხდება ასე, ოპოზიციამ თავის თავს მოჰკითხოს უმჯიობესია", - აღნიშნა შს მინისტრმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართა. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.