უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა დილის 06:30, საფრანგეთის დედაქალაქთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 10 მძევალი აიყვანეს.
ფრანგული გამოცემა „Le Figaro“ ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, შეიარაღებულმა პირებმა, რომლებსაც მაღაზიის გაქურდვა სურდათ, მძევლები აიყვანეს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაღაზიის ერთ-ერთმა გამყიდველმა მოკლეტექსრუტი შეტყობინება გაუგზავნა მეგობარს, სადაც იუწყებოდა, რომ ორმა შეიარაღებულმა პირმა ის მძევლად აიყვანეს.
ამ დროისთვის საფრანგეთის პოლიცია მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციას ატარებს.