„კარასინის პრეტენზიები ჩვენთვის მიუღებელია, რადგან პარიტეტი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს“

„კარასინის პრეტენზიები ჩვენთვის მიუღებელია, რადგან პარიტეტი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს“

საქართველოს საგარეო უწყების სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველოში შვეიცარიის საელჩოში პარიტეტი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს.

როგორც დავით კერესელიძემ აღნიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პრეტენზიები იმის შესახებ, რომ საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში თანამშრომლების დამატების საშუალებას არ აძლევს, მიუღებელია.

„ვერ მოგახსენებთ რატომ შეიქმნა პრობლემა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ თანამშრომელთა ის რაოდენობა, რაც იქ არის, ვფიქრობ, საკმარისია იმისთვის, რომ ვიზების აღების საკითხი რუსულმა მხარემ მოაგვაროს. არ მგონია გრიგორი კარასინის ეს პრეტენზიები მისაღები იყოს. საკითხი არ დგას ისე, რომ არავინ აძლევს უფლებას. იქ დარღვეულია პარიტეტი. ჩვენ გვყავს 6 თანამშრომელი, რუსეთს - 10. ეს პარიტეტი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.