პრეზიდეტის ადმინისტრაცია საუკოპაციო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და საერთაშორისო თანამეგობრობას აღნიშნულზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
როგორც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია მოახდინოს. როგორც ფხალაძე აცხადებს, ქართულ-რუსული შეხვედრების მორიგი რაუნდის წინ საუკუპაციო ზოლის გადმოწევა სიტუაციას ართულებს არამხოლოდ 2 ქვეყანას შორის, არამედ ვითარების ესკალაციას მთელ რეგიონში ახდენს.
„საუკუპაციო ზოლის გადმოწევა არის ის პროვაკაცია, რომელიც ყოვლად აღმაშფეთებელია და საქართველოს პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვას. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, მოვახერხოთ მაქსიმალური მობილიზაცია როგორც შიდა ასევე გარე რესურსების და მხარდაჭერის. დღეს პრეზაიდენტს ექნება შეხვედრა ევროკავშირის მონიტირონგის მისიასთან და ასევე საქართველოს ნავთობის და გაზის საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანიც დასესწრება. იმ დროს, როდესაც ჩვენს პარტნიორებს ვაწვდით ინფორმაციას, 2 მნიშვნელოვან გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი. პირველი - ეს ინციდენტი არ უნდა იქნას განხილული, როგორც ცალკე აღებული ერთეული პროვოკაცია, ჩვენ უნდა ვისაუბროთ პროცესზე, რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდება და მეორე - როდესაც ვსაუბრობთ ამ პროცესზე ძალიან მნიშვნელოვავანია დავინახოთ, გავიაზროთ, რატომ ხდება ამ პროცესის ესკალაცია ქართულ-რუსული შეხვედრების მორიგი რაუნდის წინ. იმიტომ რომ, როცა რომელიმე მხარე არის რეალურად განწყობილი რაღაც შეთანხმების მიღებისკენ რთულად დასაშვებია, რომ ასეთ დროს ხორციელდება იმ ტიპის ქმედებები, რომელიც ძაბავს სიტუაცუიას არამხოლოდ 2 ქვეყანას შორის, ამარამედ ახდენს სიტუაციის ესკალაციას რეგიონში“, - განაცხადა ფხალაძემ.