თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მტკიცებით რუსეთი არამხოლოდ იმ ტერიტორიას დააბრუნებს, რომელზეც დღეს მცოცავ ანექსიას ახორციელებს, არამედ იმ 20%-საც, რომელიც ოკუპირებული აქვს.
ხიდაშელის თქმით საქართველოს გზა ევროატლანტიკური მისიისკენ, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ოკუპაციის, ძალმომრეობის, ძალადობისგან თავის დაღწევის გზაზე.
"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა გუშინ, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს მცოცავი ანექსია სახეზეა 2008 წლიდან მოყოლებული. ქვეყნის 20% ოკუპორებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოიწევს საზღვარი, თუ 20 მეტრით გადმოწევენ რუსები, ეს ძალიან ცუდია მაგრამ იგივე ხაზის გაგრძელებაა, რაც ქვეყანაში ხდება. ეს არის ის რაზეც ამდენი ხანია ჩვენ ვსაუვბრობთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროის ნაწილი. ჩვენი გზა ევროატლანტიკური მისიისკენ სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ოკუპაციის, ძალმომრეობის, ძალადობისგან თავის დაღწევის გზაზე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ამ 20 მეტრს ან 2 კილომეტრს კი არა იმ 20%-ს დაიბრუნებს და რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსფარანტების თუ ტრაფარეტების, რასაც დგამენ ჩვენს მიწაზე, უკან, ოფიციალური საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრისკენ გადაწევა. ეს ჩვენი ამოცანა და ემოციებს არ უნდა ავყვეთ, რათა მას მივაღწიოთ", - განაცხადა ხიდაშელმა