გამოცემა “Billboard”-ის ცნობით, ახლო წარსულში პოპულარული ჯგუფი “Cream”-ის ბას-გიტარისტმა და ვოკალისტმა ჯეკ ბრიუსმა ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა.
მისი სახელწოდებაა “Spectrum Road” და მასში თავად ჯეკ ბრიუსი, ჯგუფი “Living Colour”-ის გიტარისტი ვერნონ რეიდი, ლეგენდარული კარლოს სანტანას მეუღლე სინდი ბლეკმანი და კლავიშებზე დამკვრელი ჯონ მედესკი გაერთიანდნენ.
მიმდინარე წლის 5 ივნისს ხმის ჩამწერი სტუდია “Palmetto Records” ახლადჩამოყალიბებული ჯგუფის სადებიუტო ალბომს გამოსცემს. მისი სახელწეოდება ჯგუფის დასახელების იდენტურია.
დისკის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ “Spectrum Road”-ის წევრები აშშ-ში საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან. მუსიკოსების პირველი გამოსვლა ტენესის შტატში დაგეგმილ “Bonnaroo”-ს ფესტივალზე, 9 ივნისს მოხდება.
“Spectrum Road”-ის ჩამოყალიბების იდეა ჯეკ ბრიუს ჯერ კიდევ 2001 წელს გაუჩნდა. იდეის პრაქტიკაში განხორციელება მხოლოდ ამჟამად მოახერხა.
ჯგუფი “Cream” 1966-1969 წლებში არსებობდა. მის შემადგენლობაში ჯეკ ბრიუსის გარდა გიტარისტი ერიკ კლეპტონი და მედოლე ჯინჯერ ბეიკერი შედიოდნენ. დაშლის მიუხედავად ჯგუფის წევრებმა მოგვიანებით რამდენიმე ჩანაწერი მაინც გამოუშვეს.