ამერიკული გამოცემა “The Playlist”-ის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი რობერტ რედფორდი უახლოეს მომავალში ახალ ამპლუაში მოგვევლინება. რედფორდი რეჟისურით დაინტერესდა და რამდენიმე თვეში სურათი “ჭუჭყიანი თამაშების” გადაღებას შეუდგება.
ამ ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა ჟურნალისტის ირგვლივ წარიმართება. ეს პიროვნება 30 წლით ადრე ჩადენილი დანაშაულით დაინტერესდება და მის გამოძიებას შეუდგება.
სურათის სცენარი ნილ გორდონსა და ლემ დობსს ეკუთვნით.
ამ კინოსურათის მთავარი გმირის როლს მსახიობი შაია ლაბეფი შეასრულებს. მის გარდა ფილმში ჯული კრისტის, სიუზან სარანდონს, ნიკ ნოლტს, ჯეკი ივანკოს, სემ ელიოტსა და თავად რობერტ რედფორდს ვიხილავთ.
საინტერესოა, რომ ფილმისათვის მუსიკას ჯგუფი “Red Hot Chili Peppers”-ის ყოფილი მედოლე კლიფ მარტინესი დაწერს. მარტინესი ჯგუფთან წინა საუკუნის 80-იან წლებში თანამშრომლობდა და ორი ალბომის ჩაწერაშიც მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კომპოზიტორობა გადაწყვიტა და ეს საქმიანობა ჩინებულად გამოუვიდა. მას საუნდტრეკები უკვე არაერთი მხატვრული სურათისათვის აქვს დაწერილი.