ე.წ. სამხრეთ ოსეთში

ე.წ. სამხრეთ ოსეთში "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული თირის ტაძრის ფრესკები შელესეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მშენებელთა ბრიგადამ სარემონტო სამუშაოების დროს "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაში შეტანილი თირის მონასტრის კედლები შელესა. ამის შესახებ სააგენტო "სპუტნიკი" იუწყება.

სარემონტო სამუშაოები მას შემდეგ შეწყდა, რაც საქმეშე ცხინვალის დეფაქტო კულტურის სამინისტრო ჩაერია, რომელმაც მომხდარი შეაფასა, როგორც უდიდესი დარღვევა.

თირის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი XII-XIII საუკუნეებშია აგებული. 2013 წელს ფრესკები წვიმის წყალს რომ არ გაენადგურებინა, ადგილობრივმა დეფაქტო მთავრობამ მონასტრის გადახურვითი სამუშაოები განახორციელა.

ცხინვალში არაფერი იციან, ვისი დავალებით ხორციელდებოდა ტაძარში სარემონტო სამუშაოები.