პროკურატურა კეზერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა კეზერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და გამოძალვისთვის ბრალდებულ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"დავით კეზერაშვილს ბრალი ედება მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევაში. კერძოდ, ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესწილების მესაკუთრისთვის გამოძალვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამჟამად ინტერპოლის წითელი ცირკულარით დავით კეზერაშვილის მიმართ წარმოებს საერთაშორისო ძებნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.