რუსეთმა სომხეთში რუსი სამხედროების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ რუსული მედია სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
"მოულოდნელი შემოწმების დროს, კომისია შეამოწმებს ერებუნიში საავიაციო ნაწილის სამაშველო ძალების და გიუმრის სამხედრო ბაზის ძალების მზადყოფნას", - ნათქვამია სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, სწავლება ჩატარდება მაღალმთიან რეგიონებში მდებარე კამჰუდისა და ალაგიაზის პოლიგონებზე. სწავლების ვიდეოდაკვირვებას უპილოტო საფრენი აპარატების ქვედანაყოფი თანამედროვე კომპლექს Наводчик-2-თან ერთად უზრუნველყოფს.