საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთს დაფინანსებაზე უარი უთხრა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთს დაფინანსებაზე უარი უთხრა

როგორც ფონდის ერთ-ერთმა წარმნომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საბერძნეთს სამომავლო დაფინანსებაზე უარი, ფონდის წესდებიდან გამომდინარე უთხრა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ალექსის ციპრასთან საუბრისას, რომელიც რეფერენდუმის შედეგებს ეხებოდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლეგარდმა აღნიშნა, რომ საბერძნეთის სამომავლო დაფინანსება შეუძლებელია, რადგან ეს ფონდის წესებს ეწინააღმდეგება.

ამასთან, ლეგარდმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა დახმარება აღმოუჩინოს საბერძნეთს, თუ ამის შესახებ სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა ვერ შეძლო სავალუტო ფონდს 1.5 მილიარდი ევროს ვალის დაბრუნება, რის გამოც ფონდის მიერ ფინანსურ დახმარებაზე ფორმალური უფლება დაკარგა. საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, კითხვაზე უნდა დათანხმდეს თუ არა საბერძნეთი კრედიტორების მოთხოვნას, პასუხი "არა" მოსახლეობის 61.31%-მა შემოხაზა, 38.69% კი მოთხოვნების შესრულების მომხრეა.